შეკითხვა:

უნდა დაფინანსდეს თუ არა ქალაქის ბიუჯეტიდან სოციალური საცხოვრისის მშენებლობა?

შედეგები
არა 1786 ხმა
დიახ 10556 ხმა
86%
დიახ
14%
არა

უსახლკაროთათვის ქალაქ თბილისში ამჟამად მოქმედებს 3 სოციალური საცხოვრისი, რომლითაც სარგებლობს 77 ოჯახი. ამასთანავე, მიმდინარეობს ოჯახების შესახლება ახალ სოციალურ საცხოვრისში, რომელიც გათვლილია 75 ოჯახზე.

ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „RSP-40“-ს შორის 2014 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ ჩაატარა თბილისში სოფელ დიდ ლილოში მიუსაფართა თავშესაფრის სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 1.5 მლნ ლარი.