შეკითხვა:

უნდა აშენდეს თუ არა „პანორამა თბილისი”?

შედეგები
არა 4034 ხმა
დიახ 8308 ხმა
26%
დიახ
41%
დიახ, მაგრამ არა ძველი თბილისის ტერიტორიაზე
33%
არა

„პანორამა თბილისი” ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის” მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც სოლოლაკის მაღლობებზე სასტუმროების, ხოლო ერეკლესა და თავისუფლების მოედნებზე - ბიზნეს ცენტრების აშენებას გულისხმობს. აღნიშნული უბნები ერთმანეთს საბაგირო გზებით დაუკავშირდებიან. ქალაქის ცენტრსა და მის შემოგარენში დამატებით იგეგმება 1800 ავტომობილისთვის გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობაც. პროექტის წინასწარი ჯამური ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს.

აღნიშნული პროექტის მიმართ მოსახლეობის ნაწილმა პროტესტი გამოხატა, რადგან, მათი მოსაზრებით, „პანორამა თბილისი” ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.