კანდიდატის პასუხები

ალექსანდრე ელისაშვილი

საინიციატივო ჯგუფი

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

  1. 1. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე უნდა იყოს თუ არა გამოყოფილი სპეციალური ზოლები (ე.წ. Bus Lane), სადაც მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს? დიახ
  2. 2. უნდა იყოს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი (სამარშრუტო ავტობუსი და მიკროავტობუსი) პრივატიზებული? არა
  3. 3. უნდა აიკრძალოს თუ არა ქალაქში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა? არა, მაგრამ უნდა შემცირდეს მარშრუტების და, შესაბამისად, მიკროავტობუსების რაოდენობა. მათ მრავალრიცხოვან სატრანსპორტო კვანძებში უნდა შეასრულონ მხოლოდ მოკლე დისტანციაზე მგზავრთა მიყვანის ფუნქცია
  4. 4. უნდა იყოს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ყველასთვის უფასო? არა, მხოლოდ სოციალურად დაუცველთათვის, სტუდენტებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის უნდა იყოს შეღავათიანი ფასი

ურბანული განვითარება

  1. 5. უნდა გართულდეს თუ არა მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა? დიახ
  2. 6. უნდა გაუქმდეს თუ არა ფეხით მოსიარულეთათვის მეტალის მიწისზედა გადასასვლელი ხიდები? დიახ. ასევე, უნდა გაუქმდეს მიწისქვეშა გადასასვლელები და ისინი უნდა ჩანაცვლდეს მხოლოდ მიწისზედა შუქნიშნიანი გადასასვლელებით
  3. 7. კერძო კომპანიის ხელში უნდა იყოს თუ არა ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ოპერირების უფლებამოსილება? დიახ, მაგრამ ამჟამინდელისგან განსხვავებული პირობებითა და ვალდებულებებით
  4. 8. უნდა დაფინანსდეს თუ არა ქალაქის ბიუჯეტიდან თბილისობისა და ახალი წლის დღესასწაულების აღსანიშნავი ღონისძიებები? დიახ
  5. 9. უნდა გაუქმდეს თუ არა ტროტუარებზე გამოყოფილი პარკირების ადგილები? დიახ
  6. 10. ემხრობით თუ არა ზოოპარკის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადატანას? დიახ
  7. 11. უნდა აშენდეს თუ არა „პანორამა თბილისი”? დიახ, მაგრამ არა ძველი თბილისის ტერიტორიაზე
  8. 12. უნდა აიკრძალოს თუ არა კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა, რათა ფეხით მოსიარულეთათვის, მათ შორის ტურისტებისთვის, მეტი სივრცე გაჩნდეს? დიახ
  9. 13. ემხრობით თუ არა სკვერების/პარკების პრივატიზებას? არა
  10. 14. უნდა იყოს თუ არა იპოდრომის ტერიტორია პრივატიზებული? დიახ, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს სარეკრიაციო ფუნქცია

სოციალურ-ეკონომიკური საკითხები

  1. 15. უნდა შეეძლოს თუ არა ყველა სოციალურად დაუცველ პირს უფასო მუნიციპალური სასადილოების მომსახურებით სარგებლობა? დიახ
  2. 16. სრულად უნდა დაფაროს თუ არა სახელმწიფომ სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის განათლების ხარჯები არა, უნდა დაფაროს მხოლოდ იმ ბავშვების განათლების ხარჯები, რომლებიც სოციალური მდგომარეობის გამო საჭიროებენ დახმარებას
  3. 17. უნდა აღკვეთოს თუ არა სახელმწიფომ სტიქიური გარევაჭრობა? დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარემოვაჭრეები დათანხმდებიან ალტერნატიულ ფართზე გადასვლას
  4. 18. უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ქალაქის ბიუჯეტიდან პროფესიონალური სპორტული კლუბები (მაგალითად, საფეხბურთო, საკალათბურთო, სარაგბო კლუბები)? არა
  5. 19. უნდა დაფინანსდეს თუ არა ქალაქის ბიუჯეტიდან სოციალური საცხოვრისის მშენებლობა? დიახ
  6. 20. უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა ქალაქის ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციები? არა