საზოგადოებრივი ტრანსპორტი
1. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე უნდა იყოს თუ არა გამოყოფილი სპეციალური ზოლები (ე.წ. Bus Lane), სადაც მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს?განმარტება

2016 წელს კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, გორგასლის ქუჩაზე და აღმაშენებლის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლები მოეწყო. სპეციალურ ზოლზე მოძრაობა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტებისთვისაა ნებადართული და სხვა ტრანსპორტისთვის გადაადგილება შეზღუდულია.

2. უნდა იყოს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი (სამარშრუტო ავტობუსი და მიკროავტობუსი) პრივატიზებული?განმარტება

პრივატიზება არის სახელმწიფო საკუთრების კერძო მფლობელობაში გადაცემა. მიჩნეულია, რომ პრივატიზება კომპანიის მუშაობას უფრო ეფექტიანს ხდის.

თბილისში ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სახელმწიფოს მფლობელობაშია, გარდა სამარშრუტო მიკროავტობუსებისა. შპს ,,თბილისის მიკროავტობუსი“, რომელიც 2011 წელს დაარსდა, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ოთხი კომპანიის - შპს ,,თბილ ლაინის“, შპს ,,კაპიტალ გრუპის“, შპს ,,ფაბლიქ ქარის“ და შპს ,,თბილ ქარის“ მართვას ახორციელებს. აღნიშნულმა კომპანიებმა ოცი წლის ვადით თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მოიპოვეს.

3. უნდა აიკრძალოს თუ არა ქალაქში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა?
4. უნდა იყოს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ყველასთვის უფასო?
ურბანული განვითარება
5. უნდა გართულდეს თუ არა მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა?
6. უნდა გაუქმდეს თუ არა ფეხით მოსიარულეთათვის მეტალის მიწისზედა გადასასვლელი ხიდები?
7. კერძო კომპანიის ხელში უნდა იყოს თუ არა ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ოპერირების უფლებამოსილება?განმარტება

თბილისში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ოპერირებას 2007 წლიდან კერძო კომპანიის შპს „სი-ტი პარკი“ ახორციელებს.

8. უნდა დაფინანსდეს თუ არა ქალაქის ბიუჯეტიდან თბილისობისა და ახალი წლის დღესასწაულების აღსანიშნავი ღონისძიებები?განმარტება

2016 წელს ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიებებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონი ლარი გამოიყო, ხოლო თბილისობის დღესასწაულისთვის - 2 მილიონ ლარამდე.

9. უნდა გაუქმდეს თუ არა ტროტუარებზე გამოყოფილი პარკირების ადგილები?
10. ემხრობით თუ არა ზოოპარკის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადატანას?
11. უნდა აშენდეს თუ არა „პანორამა თბილისი”?განმარტება

„პანორამა თბილისი” ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის” მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც სოლოლაკის მაღლობებზე სასტუმროების, ხოლო ერეკლესა და თავისუფლების მოედნებზე - ბიზნეს ცენტრების აშენებას გულისხმობს. აღნიშნული უბნები ერთმანეთს საბაგირო გზებით დაუკავშირდებიან. ქალაქის ცენტრსა და მის შემოგარენში დამატებით იგეგმება 1800 ავტომობილისთვის გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობაც. პროექტის წინასწარი ჯამური ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს.

აღნიშნული პროექტის მიმართ მოსახლეობის ნაწილმა პროტესტი გამოხატა, რადგან, მათი მოსაზრებით, „პანორამა თბილისი” ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.

12. უნდა აიკრძალოს თუ არა კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა, რათა ფეხით მოსიარულეთათვის, მათ შორის ტურისტებისთვის, მეტი სივრცე გაჩნდეს?
13. ემხრობით თუ არა სკვერების/პარკების პრივატიზებას?
14. უნდა იყოს თუ არა იპოდრომის ტერიტორია პრივატიზებული?
სოციალურ-ეკონომიკური საკითხები
15. უნდა შეეძლოს თუ არა ყველა სოციალურად დაუცველ პირს უფასო მუნიციპალური სასადილოების მომსახურებით სარგებლობა?განმარტება

2016 წელს უფასო მუნიციპალური სასადილოებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან დაახლოებით 14.5 მლნ ლარი დაიხარჯა. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ სოციალურად დაუცველ პირებს შეუძლიათ. 2016 წელს 36 ათასამდე ადამიანმა ისარგებლა ამ მომსახურებით, თუმცა ეს თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ყველა მსურველი დაეკმაყოფილებინა. 5 ათასამდე სოციალურად დაუცველი პირი მომლოდინეთა რიგებში აღმოჩნდა.

16. სრულად უნდა დაფაროს თუ არა სახელმწიფომ სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის განათლების ხარჯებიგანმარტება

ამჟამად თბილისის ბიუჯეტიდან სრულად ფინანსდება მხოლოდ სკოლამდელი ასაკის საჯარო დაწესებულებებში რეგისტრირებული ბავშვების განათლების ხარჯები. 2017 წელს თბილისის ბიუჯეტიდან ამ მიზნით დაახლოებით 95 მლნ ლარი არის გამოყოფილი.

17. უნდა აღკვეთოს თუ არა სახელმწიფომ სტიქიური გარევაჭრობა?
18. უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ქალაქის ბიუჯეტიდან პროფესიონალური სპორტული კლუბები (მაგალითად, საფეხბურთო, საკალათბურთო, სარაგბო კლუბები)?განმარტება

პროფესიონალური სპორტული კლუბი ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან ამჟამად არ ფინანსდება.

19. უნდა დაფინანსდეს თუ არა ქალაქის ბიუჯეტიდან სოციალური საცხოვრისის მშენებლობა?განმარტება

უსახლკაროთათვის ქალაქ თბილისში ამჟამად მოქმედებს 3 სოციალური საცხოვრისი, რომლითაც სარგებლობს 77 ოჯახი. ამასთანავე, მიმდინარეობს ოჯახების შესახლება ახალ სოციალურ საცხოვრისში, რომელიც გათვლილია 75 ოჯახზე.

ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „RSP-40“-ს შორის 2014 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ ჩაატარა თბილისში სოფელ დიდ ლილოში მიუსაფართა თავშესაფრის სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 1.5 მლნ ლარი.

20. უნდა ფინანსდებოდნენ თუ არა ქალაქის ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციები?განმარტება

2016 წელს თბილისის ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციებისთვის გამოიყო
დაახლოებით 1.5 მილიონი ლარი (სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები,
სამშენებლო მასალების შეძენა)